Sunday, August 11, 2013

                                          უცნაური შეცდომა
გვიან დავწექი, არ მეძინებოდა და ფეისბუქი ჩავრთე, მერე როზის ბლოგზე შევედი, ვკითხულობდი, გამიტაცა, ძილი სულ გამექცა. მოულოდნელად საშინელი წიბილ–კივილი ატყდა, ტირილი არ წყდებოდა, აშკარა იყო, რომ ვიღაც გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ 15 წელია ერტ სახლში ვცხოვრობ, ახლომახლო ბევრს არ ვიცნობ, ამიტომ არც ვცდილვარ, რომ გამერკვია, გულში თანავიგრძნობდი მხოლოდ და ვფიქრობდი, რომ ჩემს ოჯახის წევრებს არ გაღვიძებოდათ.
     ძლივს ჩამეძინა. ისევ ტირილმა გამაღვიძა. როგორც ჩანს ვიღაც მოვიდა კიდევ და ისევ საშინელი წივილი ატყდა. ამ დროს ნათიამ დამიძახა, შევედი, ტიროდა, დე ვაჟა მოკვდაო. რა იცი მეთქი? ხმებზე ვიცანიო. ნათია ძალიან განიცდიდა, თავისი დაქალის მამაა, ძლიან კარგი კაცია, მეც დიდ პატივს ვცემ, მაშინვე ჩაცმა დაიწყო, მეც წამოვალ მეთქი. ბესომ, რა ბედნიერი კაცი ყოფილა, როგორ ტირიან, აბა, მე ვინ მიტირებს ეგრეო.ნათია ტიროდა. ცოტა დავაწყნარეთ და წავედით, თან ნათია მეცოდებოდა , დილით ადრე სამსახურში იყო წასასვლელი.
     გზაში წეწეს ლანძღავდა, (სიძეა), მაგან მოუღო ბოლოო. სანამ ავიდოდოთ, ფანჯრებს ავხედეთ, სინათლე არ ენთო. მეორე მხრიდან გვინდოდა შეგვეხედა, კორპუსს შემოვუაროთო და მე–15 კორპუსს რომ გავუარეთ, მივხვდით, რომ ხმა იქიდან გამოდიოდა. გაგვეცინა, მოვბრუნდით, მადლობა ღმერთს, ვაჟა არ იყო. ჩვენ კიდე გამოვიგლოვეთ. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს.

Monday, July 29, 2013

პროექტი ქართულ ლიტერატურაში

სასწავლო თემის ავტორი: ირმა აბულაძე
რაიონი: დიდუბე–ჩუღურეთის
სკოლა: 147–ე
ქალაქი: თბილისი

თემის მონახაზი
თემის დასახელება_აღმზრდელისა და აღსაზრდელის პასუხისმგებლობა 
                                           ლიტერატურულ ნაწარმოებებში
თემის შინაარსი_ალექსანდრე ყაზბეგის ,,ხევისბერი გოჩას", აკაკი წერეთლის ,,გამზრდელის", პროსპერ მერიმეს ,,მატეო ფალკონეს" და გოგოლის ,,ტარას ბულბას"
პერსონაჟთა ზნეობრივ–ეთიკური მრწამსის განხილვა.
საგანი–ქართული ენა და ლიტერატურა
განხორციელების დრო– 2 კვირა
თემის საფუძვლები–წაიკითხონ, გააანალიზონ, შეადარონ და ერთმანეთთან დააკავშირონ პროგრამული და არაპროგრამული ნაწარმოებები, იმსჯელონ, აღმოაჩინონ საერთო და განსხვავება პერსონაჟთა საქციელის მოტივაციაში
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
1. რამ განაპირობა საფარ–ბეგის, ონისეს, ანდრის და ფორტუნატოს დანაშაული?
2.თქვენ რომელი დანაშაული მიგაჩნიათ ყველაზე მძიმედ?
3.რომლის გამართლებას შეძლებდით?
4.რომელი გებრალებათ?
5.რომლის მიმართ განეწყვეთ უარყოფოთად?
6.რა განაპირობებს მათდამი მკითხველის თანაგრძნობას?
7. რომელი მათგანი შედრკა სიკვდილიდ წინ?(ფორტუნატო), რითი ახსნიდით მის შიშს?
8 რომელი პერსონაჟია ყველაზე ტრაგიკული?
სასწავლო პროცედურები
მოსწავლეებს ეძლევათ დავალება მოიძიონ და წაიკითხონ აღნიშნული ნაწარმოებები, კეთდება დავალებების კალენდარი, ნაწარმოებების კითხვისას ინიშნავენ მითითებული პერსონაჟების დამახასიათებელ ადგილებს, აკვირდებიან მათი ქცევის მოტივაციას.
      ოთხივე ნაწარმოების წაკითხვის სემდეგ თითოეულ პერსონაჟს ეძღვნება თითო გაკვეთილი' მოცემულ ეტაპზე მოსწავლეები იწყებენ თავიანთი ცოდნის ორგანიზებას, აკეთებენ სქემებს პერსონაჟთა დასახასიათებლად, გამოყოფენ მათ დადებით და უარყოფით თვისებებს, მუშაობენ უცხო სიტყვებზე, აკეთებენ ლექსიკონს, ეძებენ პერსონაჟთა პროტოტიპებს, უყურებენ ინტერნეტით ფილმებს_,,ხევისბერი გოჩა" და ,,აკაკის აკვანი", 1 გაკვეთილი წთმობა პერსონაჟთა გასამართლებას. თეატრალების ჯგუფი ამზადებს ინსცენირებას ხევისბერი გოჩას" ფინალური სცენისა.
მოსწავლეებს ეძლევათ წერითი სამუშაო– შერჩევით დაწერონ შედარებითი დახასიათება
ა) ონისე და ანრი ბულბა
ბ) საფარ ბეგი და ონისე
გ) ხევისბერი გოჩა და ტარას ბულბა
დ) ხევისბერი გოჩა და მატეო ფალკონე
 დამუშავებული თემების პრეზენტაცია ფასდება წერითი მეტყველებისა და პრეზენტაციის შეფასების სქემის მიხედვით.
იმართება დისკუსია თემაზე   – სიხარბე დანაშაულის წინაპირობა( მოსწავლეები მსჯელობენ ფორტუნატოს, ნუგზარ ერისთავის, ზია ხანუმის, ტარას ბულბას ამ გრძნობაზე და მათ როლზე სხვათა დანაშაულში)
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები–
კომპიუტერი, ინტერნეტკავშირი, პროექტორი ან ტელევიზორი.